საქართველოში 100 000 ფერომონი დამონტაჟდება – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საველე სამუშაოები დაიწყო

საქართველოში 100 000 ფერომონი დამონტაჟდება – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საველე სამუშაოები დაიწყო









აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, აქტიური საველე სამუშაოები უკვე დაიწყო,  საქართველოს მასშტაბით 100 ათასი ფერომონი დამონტაჟდება. ასევე ტყის ფართობებზე „მოიზიდე და მოკალი“ სისტემები განთავსდება. იქიდან გამომდინარე, რომ ტყეების შეწამვლა არ შეიძლება, ქიმიური საშუალებებით ტყის განაპირა პერიმეტრი დამუშავდება, – ამის შესახებ ცნობილი ზუგდიდში, დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა  მათ მავნებლის წინააღმდეგ სამთავრობო გეგმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ასევე მოსახლეობა უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სისტემის განთავსებას ადგილზე გაეცნო. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის სისტემების განხორციელების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო. ბაღლინჯოს წინააღმდეგ ბრძოლის მექანიკურ საშუალებებზე  მარტი-აპრილის პერიოდში მუდმივი დაკვირვება განხორციელდება.

ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის მაქსიმალური კომუნიკაციისა და  კოორდინაციის შედეგად 2018 წელს ზიანი შედარებით ნაკლები იქნება.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

  • ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • ზურაბ ჩეკურაშვილი – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

აზიური ფაროსანას აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების რისკი ამ ეტაპზე დაბალია-სეს

აზიური ფაროსანას აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების რისკი ამ ეტაპზე დაბალია-სეს

როგორია აზიური ფაროსანას აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების რისკი? – სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ,  ამ ეტაპზე ალბათობა მაღალი არ არის და განმარტავენ, რომ კახეთში მწერის დაფიქსირება მის გავრცელებას არ ნიშნავს.

ზურაბ ლიპარტია მავნებლის გავრცელების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მათ შორის, ასახელებს მწერის ბიოლოგიურ ბუნებას, ბაღლინჯოს ამ სახეობას ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია. მის გავრცელებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დასავლეთიდან აღმოსავლეთ სააქართველოში მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა.

სეს-ის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფარონას მიერ მოსავლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევები გასულ წელს არ დაფიქსირებულა. პროცესის მონიტორინგი წელსაც გრძელდება და ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, აზიური ფაროსანას წინაღმდეგ სახელმწიფო პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოზეც გავრცელდება.

რისკების შეფასებისას ლიპარტია განმარტავს, რომ დასავლეთთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში ბაღებისა და პლანტაციების შეწამვლის მაღალი კულტურაა, ამასთან შესაწამლად მოსახლეობა იყენებეს ისეთ ინსექტიციდებს რომლებიც ბაღლინჯოზეც მოქმედებს.

აზიური ფაროსანა ცალკეულ შემთხვევებში  საცხოვრებელ სახლებში კახეთშიც გხვდება.

მავნებელი დაფიქსირდა თბილისშიც. 2017 წლის შემოდგომაზე დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო შეწამვლები უკვე განხორციელდა.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:        ზურაბ ლიპარტია – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.

ვიდეო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება


“ყველაზე მთავარი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას მისი დროული მონიტორინგია”, სამეგრელოში მცხოვრებ ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები ამერიკელმა სპეციალისტებმა გაუზიარეს. ისინი რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თხილის ნარგავებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

ამერიკელმა სპეციალისტებმა მონიტორინგის პროცესში ფერმერების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პირველ ინფორმაციას სახელმწიფოსა და სამეცნიერო წრეებს, უშუალოდ, თხილის მწარმოებლები უნდა აწვდიდნენ. მათი თქმით, ამერიკაში პლანტაციებში აზიური ფაროსანას მოსაზიდი ხელსაწყოებია დამონტაჟებული, მოკლული მავნებლის რაოდენობა კი მისი გავრცელების მასშტაბურობასა და სხვა ფაქტორების დადგენაში ეხმარებათ.

მეცნიერებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიურობას გაუსვეს ხაზი. მათი განმარტებით, მავნებლისგან მომდინარე ზიანის შემცირება მხოლოდ მოსახლეობისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდება.

აშშ-ში ბაღლინჯო პირველად, 2001 წელს,  პელსილვანიის შტატში დაფიქსირდა, 2010 წელს ფაროსანა უკვე 34 შტატში იყო გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაროსანასთან ბრძოლისთვის თითქმის 20 წელი დასჭირდა.

ამერიკელი მეცნიერები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარომადგენლებთან ერთად,  ფერმერებთან შეხვედრას აჭარაშიც გამართავენ.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას

ავტორი:

ეკატერინე მამამთავრიშვილი.

სინქრონი:

ბილ ლინგერი – კომპანია TRECE Inc -ის ხელმძღვანელი.

ვიდეო

საქართველოში წარმოებული ბიოლოგიური პრეპარატი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

საქართველოში წარმოებული ბიოლოგიური პრეპარატი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“  დაარეგისტრირა. პრეპარატს დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და თხილის კულტურაზე გამოცდიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ ბიოლოგიური პრეპარატი ქიმიურთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია და ის ძირითადად ბიოლოგიურ მეურნეობებში, ან მცირე რაოდენობის მავნებელთან გამოიყენება.

მავნებლის პოპულაციის მკვეთრად შემცირების მიზნით, შეწამვლა ბაღლინჯოს გამრავლების საწყის ეტაპზე, ნიმფის ფაზაში ყოფნის დროს უნდა განხორციელდეს. საქართვლოს კლიმატის გათვალისწინებით, ეს აპრილი-მაისის პერიოდია.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ რამდენიმე სახეობის ქართული ბუნებრივი პრეპარატია შექმნილი, თუმცა ამ დროისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ერთს აქვს გავლილი. ადგილობრივთან ერთად, ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია თურქული წარმოების რეგისტრირებული ბიოპრეპარატიც.

პროცედურის თანახმად, რეგისტრაციისთვის საჭიროა საველე გამოცდები და ექსპერტიზის დადებითი პასუხი.

საქართველოში აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ძირითადად ქიმიური და მექანიკური საშულებები გამოიყენება.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ზურაბ ლიპარტია – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.