დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.

სეს-ის განმარტებით, ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრა. ამჟამად კი იმ ფართობების ქიმიური დამუშავება მიმდინარეობს, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენეობა დაფიქსირდა.

შეწამვლით ღონისძიებებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიტები მოსახლეობას აფრთხილებენ წამლობის დასრულებამდე სკებიდან ფუტკარი არ გამოუშვან.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

  1. ლაშა შალამბერიძე – საკოორდინაციო შტაბის ორგანიზატორი;
  2. მიმოზა ხურცილავა  – შამგონას მკვიდრი.

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას იმერეთში

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას იმერეთში

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში  48 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა განაცხადა. ზურაბ ჩეკურიშვილის მტკიცებით,  მავნებელთან ბრძოლისთვის რესურსები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს.

ზურაბ ჩეკურაშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოსა და მოსახლეობის შეთანხმებული ქმედებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა და ინსტრუქცია იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსაც გააცნო.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ზურაბ ჩეკურაშვილი –  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი.


ვიდეო

უქმნის თუ არა საფრთხეს აზიური ფაროსანა სასათბურე მეურნეობებს

უქმნის თუ არა საფრთხეს აზიური ფაროსანა სასათბურე მეურნეობებს

მიმდინარე და გასულ წელს აზიური ფაროსანა სასათბურე მეურნეობებში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს.

ნიკოლოზ მესხის თქმით,  აზიური ფაროსანა დახურულ გრუნტში საფრთხედ არ მიიჩნევა. მისი განმარტებით, სათბურები თავიანთი აღჭურვილობით დიდი ზომის მწერებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.

როგორ უნდა იმოქმედოს ფერმერმა, თუკი აზიური ფაროსანა მაინც მოახერხებს სათბურში შეღწევას? ნიკოლოზ მესხი ამ შემთხვევაში, დახურული გრუნტისთვის, საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული პრეპარატების შესაბამისი წესების დაცვით გამოყენებას  გვირჩევს.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ნიკოლოზ მესხი – მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი


ვიდეო

დაბა ჩაქვში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

დაბა ჩაქვში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

დაბა ჩაქვში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მავნებელთან  ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რეგიონს,20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა. გიორგი ხანიშვილის თქმით, მობილიზებულია  6 ერთეული  მაღალი გამავლობის სპეცმანქანა შესაწამლი აგრეგატებით.

აქვე აღინიშნა, რომ მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალი შტაბის მიერ მონიტორინგის მეშვეობით დადგინდება, რის შემდეგაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

შაბლონური ტექსტი რადიოებისათვის: მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

  • გიორგი ხანიშვილი-საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
  • ზურაბ პატარაძე- აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე.

აზიური ფაროსანა, რუსეთის მხრიდან 4 დღეში დაწესებული და მოხსნილი შეზღუდვა

აზიური ფაროსანა, რუსეთის მხრიდან 4 დღეში დაწესებული და მოხსნილი შეზღუდვა

2 აპრილს „როსსელხოზნადზორის“ გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთიდან პროდუქტების შეტანის აკრძალვაზე, ამავე უწყების მიერვე უკვე გაუქმებულია.  რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები თავდაპირველ პოზიციას ოკუპირებული ტერიტორიიდან აზიური ფაროსანას გავრცელების საშიშროებით ხსნიდნენ, თუმცა უწყებამ მოულოდნელად ემბარგო მოხსნა.

,,საქართველოს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ აგრომიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „როსსელხოზნადზორის“ მიერ 4 დღეში ბრძანების გამოცემაც და მისი შეცვლაც უწყებაში არა მეცნიერულ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ატარებს. ნუგზარ სუარიძე განმარტავს, რომ მავნებელთან ბრძოლა ხანგძლივი პროცესია და ასეთ მოკლე ვადაში პრობლემა ვერ მოგვარდებოდა. სუარიძე  აქვე გვახსენებს, რომ აზიური ფაროსანა 2014 წელს რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ სოჭიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც გავრცელდა.

სუარიძე თბილისში “როსსელხოზნადზორ”-ის წარმომადგენლების სტუმრობასაც გამოეხმაურა.

სეს-ის ინფორმაციით, „რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან“.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ვიდეო