როგორია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ადგილობრივი თვითმართველობის ჩართულობა

როგორია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ადგილობრივი თვითმართველობის ჩართულობა

აზიური ფაროსანს წინააღმდეგ  ქიმიური საშუალებით ტერიტორიების დამუშავება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობის მხრიდან ხშირი იყო შენიშვნები  იმასთან დაკავშირებოთ რომ არ ხდებოდა წამლობამდე მათი წინასწარი ინფორმირებულობა, რაც მათ შიდამეურნეობს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა.

დასავლეთ საქართველოში უკვე წამლობის მესამე ეტაპი დაიწყო. ჩვენ დავინტერესდით ამ პერიოდის განმავლობაში როგორ შეიცვალა ადგილობრივი თვითმართველობის მიერ მოსახლეობის ინფორმირებულოს მაჩვენებლი.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი განმარტავს რომ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი ხელისუფლება 24 საათით ადრე აფრთხილებს და შემდეგ უკვე სოფლის წარმომადგენლებთან ერთად იწყებენ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებას.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებშირომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის შესაძლოა არწარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ჯონი ჩოჩია – აბაშის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.


ვიდეო



სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს

სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს

აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიმდინარე წელს 300 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა. ტერიტორიები ქიმიური საშულებით ორი მეთოდით თერმული ნისლის და ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება.

სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივები სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აფასებენ. ლევან ჯიჭონაიას თქმით, გასულ წელთან შედარებით წელს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ამასთან გაზრდილია მოსახლეობის ინფორმირებულობის მაჩვენებელიც. ფერმერს თხილის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული,  სურსათის ერონული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისიწინებით ჩატარებული წამლობის შემდეგ იმედი აქვს, რომ  წელს მოსავალს სრულად მიიღებს.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებშირომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის შესაძლოა არწარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ლევან ჯიჭონაია – ფერმერი.

ვიდეო

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონში

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონში

მონიტორინგის შედეგების გაცნობის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. აქ 40 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკაა მობილიზებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანია  ღონისძიებების დროულად და ინტენსიურად ჩატარება. უწყების ხელმძღვანელი ფერმერებს მოუწოდებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთონ.

სეს-ის ინფორმაციით,  დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 310 ათასზე მეტი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით – 10 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით -18 ათასზე მეტი ჰექტარი.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურფაროსანას” პროექტის ფარგლებშირომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის შესაძლოაარ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

  • ზურაბ ლიპარტია – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;
  • ლაშა გოგია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.

როგორ მიმდინარეობს აჭარაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა

როგორ მიმდინარეობს აჭარაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ბოლო პერიოდში 40 გრადუსს აღწევს,  რა დროსაც ინვაზიური მავნებელი აზიური ფაროსანა მაქსიმალურ მავნეობაზე გადადის. ბაღლინჯო მნიშვნელვან საფრთხეს აჭარის რეგიონისთვის წარმოადგენს. მის წინააღმდეგ წამლობის დროს მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის გათვალისწინებაც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო წამლობა ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეიობს.

ჯამბულ ხოზრევანიძის თქმით რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ სამუშაოებში მაქსიმალური რაოდენობის ადამიანური და ტექნიკური რესურსია ჩართული.

სახელმწიფო პროგრამასთან ერთად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ ტერიტორიულ ერთეულებს შესაწამლი პრეპარატებიც გადაეცათ, რომლის გამოყენებაც მავნებლის გააქტიურების შემთხვევაში თვითმმართველობებს შეეძლებათ.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებშირომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის შესაძლოა არწარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ჯამბულ ხოზრევანიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

ვიდეო


როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან

როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან

ციტრუსი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ფერმერების, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, ქვეყანაში გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანასგან დასაცავად შესაბამის მოვლას საჭიროებს.

აგრო სერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე  ციტრუსის მოვლის პროცედურებზე გვესაუბრება. სპეციალისტის თქმით, საჭიროა ციტრუსი ზედმეტი ყვავილებისგანაც გათავისუფლდეს, რაც მცენარის მსხმოიარობაზეც აისახება და ფერმერს გაცილებით მეტი შემოსავალის მიღების საშუალებასაც მისცემს. მისი თქმით, არასწორ დროს წამლობას კულტურის განადგურება შეუძლია. სპეციალისტი ხაზს პრეპარატების გამოყენებისას დოზირების ზუსტ დაცვაზეც ამახვილებს ყურადღებას. აგრონომის განმარტებით, ციტრუსის ბაღში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ კომბინირებული წამლობების ჩატარება საუკეთესო მეთოდია, რომელიც ფერმერს დროსა და ენერგიას დაუზოგავს.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურფაროსანას” პროექტის ფარგლებშირომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის შესაძლოაარ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ლევან ბოლქვაძე – აგრო სერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ვიდეო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპის შედეგები

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპის შედეგები

აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელდა

ივნისის დასაწყისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი დაასრულა. პროცესის ხელმძღვანელ სახელმწიფო ორგანოში მიიჩნევენ, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები წარმატებული იყო.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მოქალაქეებში გავრცელებული ხმები და შიში იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გადაინაცვლებდა და იქ არსებულ კულტურებსაც „დააგემოვნებდა“ არ გამართლდა. „აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა – დასავლეთ საქართველო – მავნებლის რაოდენობა კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული“, – აცხადებს უწყების უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

 

რა გაკეთდა მავნებლის შესამცირებლად დასავლეთ საქართველოში

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში წამლობითი ღონისძიებები ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით  220 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურებით  7 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა.

ტყის პერიმეტრსა და ბუფერულ ზონებში კი დამონტაჟდა  60 ათასამდე „მოიზიდე და მოკალი“ სისტემები.

 

მოსახლეობის ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ამბობს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული ღონისძიებები სახელმწიფო უწყბების მხრიდან დროულად და კოორდინირებულად ჩატარდა. „ინფორმაციას ვიღებდით ყველა რეგიონიდან, ყველა სოფლიდან… ვამუშავებდით, ვცვლიდით ინფორმაციებს. შეთანხმებულმა და ორგანიზებულმა ქმედებებმა კი თავისთავად, შედეგი გამოიღო“, – ამბობს სააგენტოს უფროსი.

ჩეკურიშვილის განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან გამკლავება, პროცესში  მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოხერხდა. სეს-ის უფროსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა და ფერმერებმა მომავალშიც კოორდინირებულად იმოქმედონ. „მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას, რომელმაც გაითავისა ბრძოლის ღონისძიებებში, სახელმწიფოსთან ერთად, საკუთარი ქმედებების მნიშვნელობა. ეს გადამწყვეტია, რადგან მხოლოდ სახელმწიფო, დამოუკიდებლად, თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს“, –  ამბობს უწყების ხელმძღვანელი.

 

რა ღონისძიებებს მოიცავს მავნებელთან ბრძოლის მეორე ეტაპი

თუ აქამდე ქიმიური წამლობა თხილის პლანტაციებში, ტყის პირებსა და დიდ ფართობებზე ტარდებოდა, ახლა უკვე სახელმწიფომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სიმინდის ყანებშიც დაიწყო. სახელმწიფო და ფერმერები აზიური ფაროსანასგან ახლა სწორედ ამ კულტურის დაცვას ცდილობენ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ რადგან სიმინდს ტარო ჯერ არ აქვს, ქიმიური წამლობა ყანების გარე პერიმეტრზე  ტადება და აღნიშნული ქმედებები საწყისი ეტაპისთვის აუცილებელია, იქვე დაგეგმილია ფერომონების დამონტაჟებაც. სიმინდის ყანების ფართოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე განსაზღვრულია სადგურების „მოიზიდე და მოკალი“ გამოყნებაც.

ეკატერინე მამამთავრიშვილი

 სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებშირომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.