სამედიცინო აქცია ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში

სამედიცინო აქცია ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში

ბათუმის #1 პოლიკლინიკაში, ყოფილ პატიმრებს კარდიოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ. აქციით თხუთმეტმა ადამიანმა ისარგებლა. სამედიცინო აქცია ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით - „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში, 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს. პროექტით გათვალიწინებული საქმიანობები გულისხმობს, აღნიშნულ რეგიონებში, ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობიოსა და სოციალური დაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამას 2018 წელსაც გააგრძელებს. ბიუჯეტი - 3 000 000 ლარი იქნება. მიმდინარე წელს კი სამინისტროს თანადაფინასებით, საცხოვრებელი ფართი 111-მა ოჯახმა შეიძინა. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება. თითოეულ ოჯახზე 25 000 ლარია გათვალისწინებული.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა გრძელდება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა გრძელდება

ლანჩხუთში, ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება. ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, გურიის გუბერნატორთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაათვალიერა. წლების განმავლობაში ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს ავარიულ შენობაში უწევდა ყოფნა. საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი მალე ახალ შენობაში განთავსდება. წლის ბოლომდე, 16 სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 150 000 ლარამდეა.