სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

ბავშვთა საკვებში სალმონელას ჩხირების შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალური განცხადებით ეხმაურება. განცხადების მიხედვით, სააგენტო მოკვლევას უკვე ატარებს. ასევე, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი. ფრანგულმა უმსხვილესმა კომპანია „ლაქტაილმა“ საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქცია ქსელიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც საფრანგეთში, ჩვილებში სალმონელას ბაქტერიის გავრცელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა.