საქართველოში გაყიდულ ბავშვის რძის პროდუქტში შესაძლოა სალმონელა იყოს

საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც სალმონელას ბაქტერიით ინფიცირებული ფრანგული რძის პროდუქტების ექსპორტირება ხდებოდა. საფრანგეთმა ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ვაჭრობიდან ამოღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა. საუბარია კომპანია "ლაქტაილის" მიერ წარმოებულ რძეზე და რძის პროდუქტებზე. განკარგულება საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა გასცა, რის მიხედვითაც, ვაჭრობიდან სასწრაფოდ ამოიღებენ იმ პროდუქციას, რომელიც 2017 წლის თებერვლის შემდეგ არის ნაწარმოები. კომპანია ექსპორტს აფრიკის, აზიის, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ახორციელებს.