საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის

ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო გზა ოფიციალურად გახსნა. ტურისტებისთვის უკვე მზად არის 14 კმ-ნი 7 სათხილამურო გზა, მაღალტექნოლოგიური ღამის განათებებით, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის მოთხილამურისთვის. ტურისტული სეზონი უკვე გაიხსნა გუდაურისა და გოდერძის სათხილამურო გზებზეც. გუდაურში14 საბაგიროა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემა მოქმედებს. „გოდერძი რესორტ“-ს 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა, რის ფარგლებშიც, კურორტზე, ჯამში 10 სასტუმრო და დასასვენებელი კოტეჯი აშენდება; მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 75 ადგილობრივი დასაქმდება. კურორტ ,,გოდერძის“ სათხილამურო გზის სიგრძე 8 კილომეტრია, ყველაზე მაღალი სადგური კი - ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ზამთრის ტურისტული ზონები მომდევნო დღეებში, სხვა რეგიონებშიც ეტაპობრივად, ოფიციალურად გაიხსნება.