სამედიცინო აქცია ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში

ბათუმის #1 პოლიკლინიკაში, ყოფილ პატიმრებს კარდიოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ. აქციით თხუთმეტმა ადამიანმა ისარგებლა. სამედიცინო აქცია ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით - „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში, 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს. პროექტით გათვალიწინებული საქმიანობები გულისხმობს, აღნიშნულ რეგიონებში, ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას.