ჯანდაცვის კომიტეტის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

უფასო მედიკამენტების ნუსხა შესაძლოა გაფართოვდეს. ამის შესახებ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ 2017-2030 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვ ანია, რომ წამლების ასორტიმენტი და კონტინგენტი გაიზარდოს და ყველა ქრონიკულ ავადმყოფზე გავრცელდეს, განსაკუთრებით კი, საპენსიო ასაკის ადამიანებზე. ამჟამად, უფასო, ამბულატორიული მედიკამენტების ჩამონათვალში, 30-მდე მედიკამენტია, რომელიც 4 ყველაზე უფრო გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.