ფოთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ფერომონების დამონტაჟება დაიწყო

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ფოთში ფერომონიანი დამჭერები დაამონტაჟეს.

ვახტანგ მეტრეველის განმარტებით, „მოიზიდე და მოკალი“ -ის მეთოდი ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოზამთრე ფაზის დროს საცხოვრებელ სახლებსა და შენობა-ნაგებობებში რაც შეიძლება მცირე რაოდენობის მავნებელმა  გადაინაცვლოს