საბავშვო პროდუქციაში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ კვლევა 5 დღეში დასრულდ

„ლაქტაილის“ მიერ წარმოებულ პროდუქციაში, სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ ლაბორატორიული კვლევა 5 დღეში დასრულდება, - ამის შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, თამთა მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კვლევის შედეგების მიხედვით გადაწყდება პროდუქტი განადგურდება თუ რეალიზებული იქნება. შეგეხსენებთ, რომ საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საფრანგეთში ჩვილებში სალმონელას ბაქტერიის გავრცელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნულმა საააგენტომ პროდუქციის კვლევა გუშინვე დაიწყო.