ბათუმში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 128 000 ლარი გამოიყოფა

ბათუმში, ახველედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობების აღსადგენად 128 ათასი ლარი გამოიყოფა. თუმცა, ექსპერტების თქმით, ზარალის ოდენობა ბოლომდე დაზუსტებული არ არის და შესაძლოა თანხა კიდევ გაიზარდოს. აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი მესხის განცხადებით, ბათუმში მდებარე კორპუსში აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი დაშავდა; 10-მდე ოჯახი კი საცხოვრებელი ფართის გარეშე დაჩა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მერიამ დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებელი ფართები უკვე შესთავაზა.