მიმდინარე წელს აჭარაში 144 ტყუპი ბავშვი დაიბადა

2017 წელს, აჭარაში, 144 ტყუპი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცის სამინისტრო აქვეყნებს. "ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების" პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ 70 ოჯახს, თითოეულ ტყუპზე, 1000 ლარი გადასცა. პროგრამის ფარგლებში, 144 000 ლარი გაიხარჯა. "ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების" პროგრამა 2018 წელსაც გაგრძელდება.