სიახლეები

პრობლემები და გამოწვევები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში აჭარაში

პრობლემები და გამოწვევები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში აჭარაში

როგორ მიმდინარეობდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში,

რა პრობლემები და გამოწვევები იყო რეგიონში და როგორი შედეგები გვაქვს წლის ბოლოს, - მიმდინარე წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აჯამებს.

მამუკა თურმანიძემ ჩვენთან საუბრისას გასული წლის პრაქტიკაც გაიხსენა და იმ უნდობლობაზე ისაუბრა რაც მოსახლეობას ღონისძიებების მიმართ ჰქონდა, მისი თქმით,  ერთ-ერთ მიზეზად ადგილობრივი თვითმმარტველობების წარმომადგენლების მხრიდან არასაკმარისი კომუნიკაცია სახელდებოდა. მინისტრის პირველი აქვე აღნიშნავს რომ წელს ეს ვითარება შეცვლილია.


მამუკა თურმანიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე


ვიდეო




 

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ციტრუსის მოსავალი სოფელ შარაბიძეებში

ციტრუსის მოსავალი სოფელ შარაბიძეებში

შემოდგომის მიწურულია და მეციტრუსე ფერმერები ნარინჯისფერი რთველისთვის ემზადებიან.

გასულ წელს ციტრუსის კულტურაში აზიური ფაროსანა მცირედით შეინიშნებოდა და ფერმერებს მოსავლის ნაწილი დაუზიანა კიდეც. სოფელ შარაბიძეების მკვიდრ,  სულხან ვერძაძეს მანდარინის პლანტაცია ნახევარ ჰექტარზე აქვს გაშენებული და წელს 15-20 ტონამდე მოსავალს ელოდება.
ფერმერი ამბობს, რომ გასულ წელს აზიური ფაროსანა გაცილებით აქტიური იყო და მეტი რაოდენობითაც შეინიშნებოდა, წელს ჩატარებული სამუშაოების შემდეგ კი მის ბაღში პოპულაცია შემცირდა და არც მისი ციტრუსიც თითქის არ დაუზიანებია.
სულხან ვერძაძე - ფერმერი



მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

როგორია აზიური ფაროსანას გავლენა თხილის მოსავლის ხარისხზე

როგორია აზიური ფაროსანას გავლენა თხილის მოსავლის ხარისხზე

წელს, აზიური ფაროსანას წილი თხილის მოსავლის დაზიანებაში დაახლოებით 10%-ია”, განაცხადა  სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსმა. ზურაბ ხიდაშელის ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა დასავლეთ საქართველოში თხილის  8 000-ზე მეტი ნიმუში შეაგროვა.

მეცნიერი განმარტავს, რომ ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლით დადგინდა თუ რამდენად დიდი იყო განსხვავება შეუწამლავ და აგროკალენდრის წესებით გათვალისწინებული ღონისძიებებით დაცულ მოსავალს შორის. ხიდაშელის თქმით, დაზიანებულ თხილის ნიმუშებში  გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს. მეცნიერი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, თხილის კულტურა წელს ძირითდად სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.

ნიმუშებზე დაკვირვება ამჟამადაც მიმდინარეობს, საბოლოო პასუხებს კი სამეცნიერო კვლევით ცენტრში ოქტომბრის დასაწყისში გაგვაცნობენ.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:  

ზურაბ ხიდაშელი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

ვიდეო


გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

აზიური ფაროსანას განადგურების მიზნით, ჩოხატაურისა  და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში   „მოიზიდე და გაანადგურე“  სადგურებია დამონტაჟებული. ფერომონების  მეშვეობით  კონკრეტულ  ლოკაციაზე ხდება მავნებლის მოზიდვა  და ტარდება წერტილოვანი  შეწამვლითი  სამუშაოები. სეს-ის ინფორმაციით, გურიაში 6000-მდე ფერომონია დამონტაჟებული, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კი 50 000.

ღონისძიების მიმდინარეობას აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან იწყება თერმული ნისლით წამლობის ახალი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:


სამედიცინო გადაცემები
2018-04-30
2017-12-22
2017-12-22
2017-12-22
2017-12-22
2017-12-22
2017-12-22
2017-12-22