”ჩვენ ყველგან ვართ” – ჟურნალისტები “მარიგოლდის” საქორწილო კაბებში (+ფოტოები)

0

”ჩვენ ყველგან ვართ” – ამ სახელწოდების საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში კომპანია “მარიგოლდის” ჩვენება გაიმართა. ბოლნისისა და ლანჩხუთის საქველმოქმედო აქციის შემდეგ “მარიგოლდის” საქორწილო და ტრადიციულ კაბებში გამოწყობილი ჟურნალისტების (ტელე-რადიო-პრესის წარმომადგენლები) ჩვენება მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში  წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმმა ჟურნალისტებისა და “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრების ფოტოსესიას უმასპინძლა.  ჩვენებაში პირველი სამედიცინო რადიო MED FM-ი ჩვენმა წამყვანმა, ლიკა ბიჭიაშვილმა წარადგინა.

პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით ეროვნული სკრინინგ ცენტრი კახეთის რეგიონში მცხოვრები ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი ქალბატონების მხარდასაჭერად და მათი სოციალიზაციის ხელშესაწყობად ”გამარჯვებულ ქალთა კლუბის” კახეთის რეგიონალურ წარმომადგენლობას დაფუძნდა. პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ქალბატონებს საჩუქრად გადაეცათ ოპერაციის შემდგომი საჭიროებისთვის განკუთვნილი სპეციალური პროთეზები და აზღუდები .

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook