დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

0

პროგრამის სახელწოდება: მედიცინის ამერიკული პროგრამა

განათლების საფეხური: ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: დიპლომირებული მედიკოსი

პროგრამის მოცულობა: 360 ECTS კრედიტი (1 ECTS კრედიტი უდრის 30 საათს)
სწავლების ენა: ინგლისური

ჩარიცხვის პირობებისაქართველოს მოქალაქეებისათვის სავალდებულოა ეროვნული გამოცდების ჩაბარება და ამავე გამოცდებზე, ინგლისურ ენაში, მაღალი ქულა (≥80%). უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ (გააგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტროდან დასტურის მიღების შემდეგ, მათ შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით სწავლა დაიწყონ თსსუ-ში.
სწავლის წლიური ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისათვის შეადგენს 8,000 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 12,000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

თანამედროვე მედიცინის მაღალი ხარისხის სტანდარტები, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ბიოსამედიცინო საგნების ფუნდამენტური ცოდნის, სამეცნიერო და  კლინიკური უნარ-ჩვევების შერწყმას და ერთიანი პროდუქტის სახით სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვას. თანამედროვე ექიმი წარმოუდგენელია ძირითადი საბუნებისმეტყველო განათლების გარეშე; ამ უკანასკნელს ეფუძნება, შემდგომში, ჯანმრთელ ადამიანში მიმდინარე პროცესების გაგება, სადიაგნოსტიკო საშუალებების ფუნქციონირების ძირითადი მექანიზმების ცოდნა, დაავადებების პათოგენეზურის სწორად განსაზღვრა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ე.წ. ჰუმანიტარული მეცნიერებების საბაზისო ცოდნა, რომელიც კლინიცისტს საშუალებას აძლევს სწორად დაამყაროს და მართოს ურთიერთობები პაციენტთან, კოლეგებთან და საზოგადოების ნებისმიერ სხვა წარმომადგენელთან. სამედიცინო საქმეში, ასევე, უმნიშვნელოვანესია ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბება.

დღესდღეობით, ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სკოლებში ფართოდ გამოიყენება მედიცინის სწავლების ისეთი პროგრამები, რომლებიც სტუდენტს საშუალებას აძლევს, სწავლის დაწყებისთანავე, აქტიურად იყოს ჩართული კლინიკურ საქმიანობაში და ამავდროულად, განახორციელოს სამეცნიერო საქმიანობა. მედიცინის სწავლება სრულად ინტეგრირებულია და დაფუძნებულია ბაზისური საბუნებისმეტყველო და კლინიკური დისციპლინების ჰარმონიულ შერწყმაზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ), ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, 2013 წლიდან ამოქმედდა „დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“ (US MD-Doctor of Medicine Degree Program), რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) თანადგომით. პროგრამის დეტალური დამუშავება მუდმივად ხორციელდება ატლანტის ემორის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლებთან ერთად. მათ შორის განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით პროფესორ კენეტ უოლკერს (2000  წელს აღიარეს, როგორც აშშ-ს საუკეთესო პროფესორი შინაგან მედიცინაში), პროფესორ გორდონ ჩერჩვორდს (ემორის მოქმედი კურიკულუმის ერთ-ერთი ავტორი), ბილ-უილიამ ელის (ემორის სამედიცინო სკოლის დეკანი), არჩილ უნდილაშვილს ( მედიცინის ფაკულტეტის კვლევათა პროგრამების დირექტორი) და  სხვებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, 0186 თბილისი, საქართველო
ტელ.: 595633362

577441244
ელ.ფოსტა: USMDprogram@tsmu.edu
ვებგვერდი:  www.tsmu.edu
Facebook: American MD Program

 

 

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook