PFID: ექთნების კონკურსი

0

“პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის – საქართველო” აცხადებს კონკურსს თბილისის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ უახლეს კლინიკაში დასაქმების მსურველი ექთნებისთვის.

ექთნების რაოდენობა: 100, მათ შორის:

გადაუდებელი/ ICU – 40 ექთანი
ქირურგია/ საოპერაციო – 4 ექთნანი
ექთანი ანესთეზიოლოგი – 4 ექთანი
პაციენტის ოთახები – 11 ექთანი
ინფექციის კონტროლი – 1 ექთანი

24 საათის განმავლობაში მორიგეობის მსურველ ექთნებს ფიქსირებულ ხელფასზე დაემატებათ ჰონორარი საათობრივი დათვლის სპრინციპით.

საუკეთესო ექთნებს კარიერული ზრდის საშუალება მიეცემათ.

დასაქმების მსურველი ექთნები და ექთნის თანაშემწეები დარეგისტრირდით 30 ოქტომბრამდედასაქმების მსურველი ექთნები და ექთნის თანაშემწეები დარეგისტრირდით 30 ოქტომბრამდე: პირადად მოგვიტანეთ საბუთები ცენტრში, მისამართზე ქ. წამებულის გამზირი 65: დიპლომის ასლი, პირადობის ასლი, რეზიუმე ფოტოსურათით 3X4 და ჩვენი სერთიფიკატის ასლი (თუ გადამზადება გავლილი გაქვთ).

დასაქმების მსურველი ექთნები გაივლიან ტესტირებას ზოგადი საექთნო კურსის ფარგლებში, გასაუბრებას მიმღებ კომისიასთან, რის შემდეგაც შერჩეული კანდიდატები კონტრაქტის საფუძველზე დასაქმდებიან კონკრეტულ კლინიკაში საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურებით. სამუშაოს პარალელურად კანდიდატებს მოეთხოვებათ კობალაძეების სახელობის საექთნო გადამზადების ცენტრისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი სპეციალურ ტრენინგკურსში. აღნიშნული სერთიფიკატი დასაქმებიდან 1 თვის თავზე უნდა წარედგინოს დამსაქმებელს, კონკრეტულ კლინიკას.

საკონტაქტო პირი: ნინი ზარდიაშვილი,
საექთნო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
Tel: 593 51 55 32

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook