როგორ დავამარცხოთ დეპრესია?

0

                                                                                                          ავტორი: ნიკოლოზ ქარაზანაშვილი

დეპრესია არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა მსოფლიოში. დეპრესიასთან ბრძოლისათვის თანამედროვე მედიცინა მრავალ, ხშირად კომბინირებულ მეთოდებს გვთავაზობს.

დეპრესიის დროს თავი შეიძლება უსუსურად იგრძნოთ, თუმცა თქვენ  ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად შეგიძლიათ მრავალი რამ გააკეთოთ: შეცვალოთ თქვენი ცხოვრების სტილი, ქცევები ფიზიკური აქტივობა და, რაც მთავარია, ის თუ როგორ ფიქრობთ.

1. როცა დეპრესიაში ხართ, თქვენ გჭირდებათ რუტინა, – ამბობენ მეცინერები. დეპრესია ხშირად  ცხოვრებას სტრუქტურას აცლის, ამიტომ შეადგინეთ დღის გეგმა და მიყევით მას.

2დაისახეთ მიზნები.

როდესაც დეპრესიაში ხართ , გგონიათ რომ ვერაფერს მიაღწევთ , პატარა საქმეც დაუძლეველი შეიძლება მოგეჩვენოთ. დაისახეთ მიზნები და შეეცადეთ მიაღწიოთ მათ, ეს აგიმაღლებთ თვითშეფასებას.

დაიწყეთ ძალიან მცირედით, ძალიან მარტივი შესასრულებელი საკითხებით, როდესაც უკეთესად იგრძნობთ თავს გადადით უფრო რთულ მიზნებზე.

3. რეგულარული ვარჯიში

ვარჯიში ზრდის ისეთი ჰომრონების კონცენტრაციას , რომლებიც თავს უკეთ გვაგრძნობინებენ, ვარჯიში გვეხმარება რელაქსაციაში და თვითშეფასებას გვიმაღლებს, ამავე დროს რეგულარული ვარჯიში აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

4. ნორმალური კვება

მიიღეთ ჯანსაღი საკვები, არ არსებობს ჯადოსნური დიეტა, რომელიც დეპრესიისგან გაგათავისუფლებთ, თუმცა ზედმეტმა და უწესო ჭამამ შესაძლოა გაამძაფროს თქვენი მდგომარეობა, აკონტროლეთ თქვენი კვების რაციონი.

5შეეცადეთ დღეში7-8 საათი მაინც გეძინოთ, დეპრესიის დროს ხშირად რთულია მიიღოთ საკმარისი ძილი, უძილობა კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესად გვეძინოს?

მიყევით რეჟიმს, შეეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ, გადაეჩვიეთ ლოგინში ჭამას,მესიჯობას და ა.შ გაიტანეთ ოთახიდან ტელევიზორი ან ის რაც ყურადღებას იპყრობს, დროთა განმავლობაში თქვენი ძილის ხარისხი გაუმჯობესდება.

6. ნუ მოერიდებით პასუხისმგებლობების აღებას.

დეპრესიის დროს ხშირად უკან ვიხევთ,ვფიქრობთ რომ ვერ გავართმევთ თავს ამა თუ იმ საქმეს და პასუხისმგებლობის აღების გვეშინია, უნდა დაძლიოთ შიში აიღოთ პასუხისმგებლობები სამსახურსა  და სახლში, დარჩით აქტიური ნუ გამოიკეტებით და ნუ შეშინდებით, მიიღეთ ახალი გამოწვევები.

7. ებრძოლეთ ფიქრის ნეგატიურ პატერნებს.

არასწორ, ნეგატიურ ფიქრების პატერნებთან ბრძოლა აუცილებელია. როდესაც დეპრესიაში ხართ, მუდმივად წარმოიდგენთ ყველაზე ცუდ დასასრულს, კარგავთ თვითშეფასების უნარს. შემდეგში, როცა თავს ცუდად იგრძნობთ , ეცადეთ გამოიყენოთ უბრალო ლოგიკა და ებრძოლოთ ნეგატიურ ფიქრებს,სანაცვლოდ წარმოიდგინეთ ის რაც მოგწონთ და გახარებთ,აყევით პოზიტიურ ფიქრებს, როგორც ადრე აყევით ნეგატიურს.

ამას დრო და პრაქტიკა სჭირდება, თუმცა დროთა განმავლობაში თქვენ მოიშორებთ ნეგატიურ ფიქრებს, ვიდრე ისინი თქვენზე კონტროლს დაამყარებენ.

8. ვიდრე რაიმე მედიკამენტის მიღებას დაიწყებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.(ექიმთან კონსულტაცია ყველა შემთხვევაში საჭიროა)

9სცადეთ რაიმე ახალი.

წადით მუზეუმში, წაიკითხეთ ძველი წიგნი, გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გსურთ, მაგრამ ვერ ბედავდით. ეს ძლიერი საშუალებაა დეპრესიასთან ბრძოლის დროს.

10დაკავებული დღის რეჟიმის დროს რთულიათუმცა შესაძლებელი და ამავდროულად აუცილებელი, რომ გამოყოთ დრო დასვენებისთვის და გართობისთვის.

გააგრძელეთ მეგობრებთან ერთად სეირნობა, კინოში სიარული, – ყველაფერი ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. მიუხედავათ იმისა, რომ დეპრესიის დროს თითქოს ყველაფერს ეკარგება ფერები და სიამოვნებასაც აღარაფერი განიჭებთ, უბრალოდ, განაგრძეთ იმის კეთება, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ, არ დანებდეთ, არ ჩაიკეტოთ და ნელნელა ცხოვრების ხალისიც დაგიბრუნდებათ.

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook