თბილისში „ავერსის“ შვილობილი კომპანიის „მედალფას“ მრავალპროფილური ამბულატორიული ცენტრი გაიხსნა

0

თბილისში ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ მრავალპროფილური ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს „ავერსის“ ხელმძღვანელები, პაატა კურტანიძე და კახი მუხიგულაშვილი და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.

პაატა კურტანიძე, “მედალფას” დამფუძნებელი: “მოგეხსნებათ, “ავერსს” აქვს სადაზღვევო კომპანია, რომელსაც ჯანმრთელობის დაზღვევაში ესაჭიროება რაც შეიძლება მაღალი დონის ამბულატორიული, სტაციონარული მომსახურება. დღეს ჩვენ გავხსენით შვილობილი კომპანიის, “მედალფას” ამბუილატორიული დაწესებულება ანუ პოლიკლინიკა, რომელიც დღეიდან უკვე ფუნქციონირებს და ნებისმიერ მსურველს, იქნება ეს დაზღვეული თუ სხვა მსურველი, მოემსახურება ყოველდღიურად .  პაციენტების რაოდენობა ნამდვილად არ არის შეზღუდული. ყველაფერი გაკეთებულია იმისათვის, რომ პაციენტებს ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი კომფორტი, ნაკლებად მოუწიოთ რიგში დგომა, მალე მიიღონ სწორი დიაგნოზი, სწორი დანიშნულება და მალე განიკურნონ.”

კახი მუხიგულაშვილი, “მედალფას” გენერალური დირექტორი: “დღეს “მედალფა” ხსნის მეხუთე სამედიცინო ცენტრს თბილისში. ვულოცავ თბილისელებს. დაახლოებით, 40 კვალიფიციური ექიმი მოემსახურება როგორც რაიონს, საბურთალოს, ისე მთელი თბილისის მოსახლეობას. ჩართული ვართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მოსახლეობას  შეუძლია მოვიდეს და დარეგისტრირდეს, რაც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.”

კომპანია „მედალფა“ 2011 წლის 13 აგვისტოს დაარსდა და ამჟამად ოთხ მრავალპროფილურ საავადმყოფოს: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის სამედიცინო ცენტრებს, – აერთიანებს, ამიერიდან კი მათ რიცხვს თბილისის ამბულატორიული კლინიკაც შეემატა.

„მედალფას“ ახალი მრავალპროფილური ამბულატორიული ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და კომფორტული გარემო. კლინიკას 85–კაციანი სამედიცინო პერსონალი ჰყავს.

კლინიკაში შესაძლებელია ოჯახის ექიმისა და ექიმ სპეციალისტების: კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, დერმატოვენეროლოგის, მამოლოგის, ანგიოლოგის,რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, უროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, რეპროდუქტოლოგის, გინეკოლოგის, ალერგოლოგის, პროქტოლოგის, ონკოდერმატოლოგის, ტრავმატოლოგის, ქირურგის, პედიატრის, ბავშთა ნევროლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ბავშთა ქირურგის, ბავშთა კარდიოლოგის და სხვ. – კონსულტაციის მიღება. ასევე ხელმისაწვდომია სრული სტომატოლოგიური მომსახურება. ექოსკოპიის, ციფრული რენტგენოგრაფიის, სპირომეტრიის,ელექტროკარდიოგრაფიის, ენდოსკოპიის, დერმატოსკოპიის, ანოსკოპიის, ინსემინაციის, არტერიული წნევის და კარდიოგრამის 24 საათიანი მონიტორინგის დაკლინიკური ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

კლინიკა მოემსახურება ნებისმიერ მსურველს, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეებს. ამას გარდა კლინიკაში იმუშავებს შემდეგი სახელმწიფო პროგრამები: ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა, იმუნიზაციის პროგრამა და დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა.

 

კლინიკა ,,მედალფა“

 

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook