ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს ეროვნული კინოცენტრი და მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ერთად უმასპინძლებენ

0

7  სექტემბერს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში   ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ და მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა  ხელი მოაწერეს შეთანხმებას პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად  საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის „ჯიფონი – საქართველო, 2015“ (Giffoni Georgia 2015) ჩატარებას. ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს ეროვნული კინოცენტრი და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ერთად უმასპინძლებენ. ფესტივალი  2015 წლის 16- 19 ოქტომბერს, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში  გაიმართება, მასში  8 ქვეყნის  500 ახალგაზრდა  მიიღებს მონაწილეობას, რომელთა ასაკი  13   –  17  წელია. ამგვარი მასშტაბით ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება.

კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდა თაობის თავისუფალი აზროვნების ხელშეწყობა და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა თაობების ურთიერთკომუნიკაციის ხელშეწყობა. კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, სემინარებს და სხვა აქტივობებს.

საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი „ჯიფონი“ იტალიაში 1971 წლიდან,  ყოველწლიურად  იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია.

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook