მადლობა ყველას, ვინც ლოცვაში მომიხსენია და ვინც ფინანსურად დამეხმარა- ნიკუშა ნატროშვილი (ფოტო)

0

ნაწლავის რეკონსტრუქციული ოპერაციის შემდეგ 24 წლის ნიკუშა  ნატროშვილი თავს კარგად გრძნობს, ნიკუშას მამის ზურა ნატროშვილის თქმით ოპერაციის შემდგომი პერიოდი ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს და ნიკუშას  ფეხზე წამოდგომა და სიარული თავად შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ კიკეთში დაჭრილი ნიკუშა ნატროშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდგეს საგრძნობლად გაუმჯობესდა ოჯახის წევრებს ჯერჯერობით უჭირთ იმის თქმა, თუ როდის შეძლებს ნიკა სამშობლოში, ოჯახთან დაბრუნებას.

“უღრმესი მადლობა ყველას! საერთოდ, ყველას, ვინც უბრალო ლოცვაში მომიხსენია და ვინც ფინანსურად დამეხმარა, ყველას ვინც ინერვიულა და გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ამბავი! ძალიან დიდი მადლობა სრულიად საქართველოს! განსაკუთრებით მადლობა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და მის პერსონალს, ქირურგებს, რეანიმატოლოგებს, ექთნებს და ა.შ. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის და თანადგომისთვის. თქვენ გამაძლიერეთ და მომეცით იმის ძალა, რომ მე აქამდე მოვსულიყავი! დიდი მადლობა ჩემი მეგობრების დიდ და დაუღალავ არმიას. ჩემ საოცარ მშობლებს დედა, მამა ბრავო! მოკლედ, მიყვარხართ მთელი გულით და სულით! ჩვენ ეს შევძელით!”- წერს სოციალურ ქსელში ნიკუშა ნატროშვილი.

10610564_490511691109073_3871488077793420928_n

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook