საბავშვო ატრაქციონების დიდი ნაწილი უკვე მწყობრშია მოყვანილი

0

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილეებთან ერთად, ზოოპარკისა და მზიურის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა და იქ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

ზოოპარკის ტერიტორიაზე ე.წ ზედა ნაწილის გახსნა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს ნაკლებად დაზიანდა 13 სექტემბერს იგეგმება. შემოიღობება ზოოპარკის ტერიტორია, შიგნით კი ე.წ ქვედა და ზედა იარუსებს შორის ტიხარი გაკეთდება.

რაც შეეხება საბავშვო ატრაქციონებს, მათი დიდი ნაწილი უკვე მოყვანილია მწყობრში. კონტრაქტორებს კი მერიისგან წლის ბოლომდე საგადასახადო შეღავათი მიეცათ და ისინი არენდის გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

„სამუშაოები მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში. გვინდა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის  ზოოპარკის ტერიტორია გაიხსნას და ეტაპობრივად ადამიანებმა შეძლონ თავისუფლად მზიურის ტერიტორიაზე შემოსვლა. რაც შეეხება გზას, გზის ერთი ნაწილი გაიხსნება სექტემბის შუა რიცხვებისთვის, ხოლო სექტემბრის ბოლოს მთლიანად გვინდა რომ გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა გაიხსნას, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველაფერი დროულად გაკეთდეს.”-განაცხადა დავით ნარმანიამ.

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook