ბაღების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მანიშნებლები და ბარიერები მონტაჟდება

0

თბილისის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით ბაღების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მანიშნებლები და ბარიერები დამონტაჟდება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარედ უკვე დამონტაჟებულია ასობით  საგზაო ნიშანი, დატანილია საგზაო მონიშვნები და ბარიერები. საერთო ჯამში მიმდინარე წელს სულ 50 სკოლასთან უკვე განხორციელდა აღნიშნული აქტივობა.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დღეს სამგორის რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე არსებული ორის სკოლის მიმდებარედ საგზაო ნიშნები დამონტაჟდა და გაკეთდა სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები.

პროცესს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი გაეცნენ.

სამუშაოებს ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook