შშმ ბავშვთა პენსია 60 ლარით გაიზარდა

0

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციიტ 2015 წლის სექტემბრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვისთვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 60 ლარით და შეადგენს:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის – 204 ლარს;
სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის – 182 ლარს;
სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის – 160 ლარს.
სოციალური პაკეტის ოდენობა 10 ლარით გაიზარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისთვის.

 

 

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook