დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

0

სააქციო საზოგადოება “თელასის” ინფორმაციით თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, კერძოდ დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო შეზღუდვები დილის 10 საათიდან  18 საათამდე სამგორის რაიონს: ლილოს დასახლების, აბაშვილის, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.

ასევე გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს და ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის, ახუნდოვის, ყავლაშვილის, შავთელის, ავლევის, იეთიმ გურჯის, სულთანიშვილის, ნაკაშიძის, ბარათაშვილის, ვერცხლის და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის, გვეტაძის, ყიფიანის, აგლაძის და გაფრინდაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ღვინის ჩიხის, ტყავის ჩიხის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, გრიგოლ ხანძთელის, თუმანიანის, თონეთის, საიათნოვას და ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის, შატბერაშვილის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩებისა მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის ქუჩის, ონკოლოგიურის ფერდობის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორას დასახლების, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძოწენიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ჩუბინაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი 202-ის, ქეთევან წამებულის, წინანდლის, კასპის, კაიშაურის, ბაბისხევის და მიხეილ მრევლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის და ტაბახმელის მაცხოვრებლებს.

 

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook