გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

0

ბონში (გერმანია) გამართული კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია ევროკავშირის წარმომადგენლებს ორმხრივ ფორმატში შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირთან საბოლოო კონსულტაციები საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (INDC) შესახებ. INDC დოკუმენტი კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ყველა მხარე ქვეყანამ კონვენციის სამდივნოში უნდა წარადგინოს ამა წლის 1 ოქტომბრამდე.

საქართველომ, როგორც კონვენციის მხარემ, ქვეყნის პრიორიტეტებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, დააფიქსირა თავისი პოზიციები INDC დოკუმენტში, რომლის შემუშავება მოხდა როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. გამორჩეული წვლილი საქართველოს INDC-ის შემუშავებაში მიუძღვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ). ევროკავშირი საქართველოს მოიაზრებს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიურ ქვეყნად. შესაბამისად, მათი მოსაზრებების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook