საგზაო უსაფრთხოების თემაზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

0

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საგზაო უსაფრთხოების თემაზე “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას დაესწრო.

ევროკავშირის პროექტის – “ქვეითების უსაფრთხოების ადვოკატირება” ფარგლებში ქვეითებისა და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გაიმართა. თბილისის მერის მოადგილე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების და ტრანსპორტის მიმართულებით მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სხვადასხვა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მერია აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ.

„დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. მერია აქტიურად ითანამშრომლებს ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე არიან ორიენტირებულნი. ჩვენ, ასევე მათთან ერთად ვგეგმავთ საგანმანათლებლო ხასიათის პროექტებში მონაწილეობას ინფრასტრუქტურის განვითარების კუთით”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონფერენციის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეების ინფორმირება იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ქვეითები და მძღოლები ყოველდღიურად საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ. კვლევის შედეგებით, თბილისში ქვეითების ნახევარზე მეტი (52-53%) ქუჩას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთს.

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook