ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და აზარტული თამაშების გამო თავდაცვის სამინისტროში მომუშავე პირი თანამდებობას დატოვებს

0

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით პოლიტიკას რადიკალურად ცვლის. ამ თემასთან დაკავშირებით  მინისტრმა მოადგილეებთან – ანა დოლიძესა და ბესო ლოლაძესთან ერთად სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

მან  ის ინიციატივები დაასახელა, რომელიც ჯარში სუიციდის ფაქტების აღმოფხვრისა და პრევენციისთვის გატარდება. მინისტრის თქმით, თვითმკვლელობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ როგორც სტატისტიკით დგინდება, უმეტეს შემთხვევაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე.

მისივე ინიციატივით აზარტულ თამაშებში შემჩნეული შეიარაღებული ძალების თანამშრომელი თანამდებობას პირველივე შემთხვევის დროს დატოვებს.

“თუ დადასტურდება, რომ პირი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო, არის აზარტული თამაშებით დაკავებული, ასე ვთქვათ, არის მოსარგებლე კაზინოების და სხვა დაწესებულებების, რომელიც ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, პირველივე შემთხვევაზე გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან თავდაცვის სამინისტრო იქნება უკომპრომისო, ჩვენი დამოკიდებულება არის აბსოლიტურად ცალსახა. ასევე მინდა საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება ვამცნოთ კიდევ ორი სხვა ღონისძიების შესახებ, რომლის გატარებსაც ვგეგმავთ: ერთი ეს არის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შემთხვევა  და მეორე, როდესაც, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალის შემთხვევა დაფიქსირდება. ორივე შემთხვევაში აღნიშნული ადამიანები თანამდებობებს დატოვებენ. 

ყველამ უნდა იცოდეს, რომ არანაირი კომპრომისი და დანდობა ჩვენი მხრიდან არ იქნება, იმის გამო, რომ ადამიანებს მანამდე ჰქონდათ კარგი წარსული, ან რომელიმე ბრძოლაში აქვთ მიღებული მონაწილეობა, “-განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

 

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook