16:15 ანგარიშით “ბორჯღალოსნები” კანადასთან დამარცხდნენ

0

ეშერში გამართულ საკონტროლო მატჩზე ბორჯღალოსნები კანადასთან :16-15 ანგარიშით დამარცხდნენ. მიუხედავად თავდაუზოგავი ბრძოლისა, გამარჯვება ნეკერჩხლებს დარჩათ.

ამხანაგურ მატჩს რომელშიც ბორჯღალოსნები დამარცხდნენ, მსოფლიოს წინა მოსამზადებელი დატვირთვა ქონდა და შედეგს სატურნირო თუ სარეიტინგო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. საქართველოს ნაკრებმა ერთის წილ, ორი ლელო გაიტანა, თუმცა ეს მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი ლელო გიორგი თხილაიშვილის ანგარიშზეა და გარდასახვა ლაშა მალაღურაძემ გამოიყენა. მეორე ლელო მატჩის ბოლო წუთზე ბექა წიკლაურმა დაამიწა და ანგარიში 1 ქულამდე შეამცირა. გარდასახვის გამოყენების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, თუმცა ლაშა მალაღურაძეს ამჯერად მიზანმა უმტყუნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასამდე ბორჯღალოსნები  კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავენ. 5 სექტემბერს ბორჯღალოსნები გლოსთერში იაპონიას დაუპირისპირდებიან.

 

 

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook