,,ბარსელონა’’ სუპერთასის გამარჯვებულია

0

უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” ანგარიშით 5:4 დაამარცხა. კატალონიური გუნდისთვის ეს რიგით მე-5 სუპერთასი გახდა. გუშინდელი გამარჯვებით კატალონიელები “მილანს” გაუთანაბრდნენ, რომელსაც აქამდე ყველაზე მეტჯერ ჰქონდა უეფას სუპერთასი მოგებული.

“დინამო არენაზე” გამართულ შეხვედრაზე გულშემატკივარმა 9 გატანილი გოლი იხილა.
ანგარიში მე-4 წუთზე ევერ ბანეგამ დარტყმით გახსნა. რამოდენიმე კი წუთში ჯარიმა ლიონელ მესიმაც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
ლიონელ მესიმ კიდევ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა და “ბარსელონა” დაწინაურდა. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე გოლი რაფინიამაც გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გოლი ლუის სუარესმაც გაიტანა და 3-ბურთიანი გახადა უპირატესობა.
დიდი უპირატესობისა, “სევილია” მაინც მოახერხა და მეტოქეს 3 ბურთი გაუტანა. 57-ე წუთზე ხოსე ანტონიოს გოლით ანგარიში 4:2 გახადა.
72-ე წუთზე “ბარსელონას” კართან თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კევინ გამეირომ გოლად აქცია. 81-ე წუთზე კონოპლიანკამ მე-4 გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის ძირითადი დრო 4:4 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა.
დამატებით დროში ლიონელ მესიმ ჯარიმა შეასრულა, რომელიც მეკარემ მოიგერია, თუმცა ბურთს პედრო როდრიგესი დახვდა და მე-5 გოლი გაიტანა “სევილიას” კარში.
ცნობილია რომ “დინამო არენაზე” უეფას სუპერთასის მატჩს 51 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook