ბარსელონა უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა

0

ევროპის სუპერთასის ფინალი “დინამო არენაზე” გაიმართა. ბარსელონამ” “სევილია” დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა.
თამაშს საქართველოს პრემიერი-მინისტრი რუმინელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად დაესწრო. ვიქტორ პონტა და ტაავი რიივასი საქართველოს მატჩზე დასასწრებად ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ესტუმრნენ.
უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე, “დინამო არენაზე” შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვა. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებდა 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბუთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook